30 საოცარი ფაქტი ქართული ფუტკრის შესახებ
ძირითადი უპირატესობები:

  1. ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,3 მმ-მდე).
  2. ყველაზე მშვიდი.
  3. ყველაზე მოხერხებული და ჟინიანი ნექტრის წვდომაში და შეგროვებაში.
  4. ზამთარგამძლე. კავკასიონის მთები ყველაზე მაღალია ევროპაში (5642 მ; 18510 ფუტი) და გამოირჩევა ძალიან მკაცრი კლიმატით.
  5. ძალიან პროდუქტიული.
  6. მცირე ღალიანობის დროს აწარმოებს ყველაზე მეტ თაფლს.
  7. არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში აგროვებს ყველაზე მეტ თაფლს.
  8. ყველაზე ეფექტურია პოლინაციაში (დამტვერვაში) და მაღალი მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  9. ყველაზე ეფექტური ფრენის დიაპაზონი სხვა ფუტკრებს შორის.
  10. აგროვებს თაფლს სხვადასხვა მცენარისგან ერთდროულად.
  11. შეუძლია მსუბუქ წვიმაში ფრენა.
  12. შეუძლია ნისლში ფრენა.
  13. ერთადერთი ჯიშია, რომელსაც აქვს ყველა პარკოსანი კულტურის მაღალი დამტვერვის (პოლინაციის) ინდექსი.
  14. აქვს საუკეთესო მხედველობა, რაც ნისლში ფრენის და უკეთესი ორიენტაციის საშუალებას აძლევს.
  15. ყველაზე გრძელი ხორთუმის წყალობით კარგად იღებენ ნექტარს ღრმა ბუტკოვანი ყვავილებისგან, როგორიცაა სამყურა, ლუცერნი (იონჯა) და ა.შ.
  16. ქმნიან ძლიერ კოლონიებს.
  17. ნაყრიანობისადმი მცირე მიდრეკილება.
  18. დედაფუტკრებს კარგი ხასიათის აქვთ, არიან მშვიდი და არააგრესიულები. ახალ ოჯახში შეყვანიდან არაუმეტეს 1-2 საათის შემდეგ ეგუება ახალ პირობებს და იწყებს ჩვეულ მუშაობას. ზოგიერთ ევროპულ ფუტკრის ჯიშებში ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მე-2 ან მე-3 დღეს.
  19. ორი დედაფუტკრის ერთ სკაში თანაცხოვრება იშვიათი არაა კავკასიური ფუტკრისთვის.
  20. აწარმოებს უფრო მეტ პროპოლისს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფუტკრის ჯიში (პროპოლისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფართე სპექტრის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება მედიცინაში უძველესი დროიდან).
  21. უფრო მედეგია ამერიკული სიდამპლისადმი (AFB), ვიდრე სხვა ჯიშები.
  22. კარგად იცავს საკვებ მარაგებს და ძალიან ეკონომიურად იყენებს.
  23. დაბალი ან უმნიშვნელო აგრესია ცხენის, ბატის და სხვა ცხოველების მიმართ (რაც პრობლემატურია ევროპულ მეფუტკრეობაში)
  24. ფუტკრის მიერ ერთჯერადი დანესტვრა არ იწვევს ირგვლივ მყოფ ფუტკრებში ჯაჭვურ რეაქციას და ინსტინქტურ დანესტვრას, რაც დამახასიათებელია სხვა ჯიშის ფუტკრებში აპიტოქსინზე რეაქციისას.
  25. როგორც ყველაზე მშვიდი და არააგრესიული ჯიში, ქართული ფუტკარი ძალიან შესაფერისია იურიდიული თვალსაზრისითაც, რადგან მეზობლად მაცხოვრებლების მხრიდან მეფუტკრეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ან ჩივილები არ იქნება, ან იქნება მინიმალური (ევროპაში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მეფუტკრეები ზარალდებიან და უწევთ ჯარიმების გადახდა ფუტკრის მიერ დანესტრილი ადამიანების კომპენსაციისთვის).
  26. ყველაზე შესაფერისი ჯიში ჰიბრიდული ხაზებისთვის.
  27. ყველაზე შესაფერისი ჯიში ურბანული (ქალაქური) მეფუტკრეობისთვის (საუკეთესო ორიენტაცია ქალაქის მაღალსართულიანი შენობების რაიონებში, გარდა ამისა, მშვიდი და არააგრესიულია ადამიანებისა და ცხოველების მიმართ; აგროვებს თაფლს მწირი ნექტარის რესურსებიდან და განსხვავებული მცენარეებისგან).
  28. მსოფლიოს მრავალი წამყვანი ექსპერტი მეფუტკრეობაში, როგორიცაა ა.ბუტლეროვი, ფ.ბენტონი, ა.რუტი, ე.ფ.ფილიპსი, ვ.ალპატოვი. კ.გორბაჩოვი, ი.ნ. კლინგენი, ჯ.ჰოფმანი და სხვები იცნობდნენ კავკასიურ ფუტკრებს და აღიარებდნენ მათ გამორჩეულ და უნიკალურ მახასიათებლებს.
  29. კავკასიურ ფუტკრებს აქვთ სპეციალური ჰემატო-ლიმფოიდური ჯგუფი და პროტორეტიკულური ქსოვილი, რაც განასხვავებს მათ სხვა ჯიშებისგან.
  30. კავკასიურმა ფუტკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. პირველი ოქროს მედალი მიენიჭა 1961 წელს ერფურტში (გერმანია) მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე; APIMONDIA სოფლის მეურნეობის მე-20 საერთაშორისო კონგრესის საიუბილეო ზეიმზე ბუქარესტში (რუმინეთი), 1965 წ. და APIMONDIA-ს 23-ე სოფლის მეურნეობის საერთაშორისო კონგრესზე მოსკოვში, 1971 წ.