მორფომეტრიული ანალიზი



ფრთების გეომეტრიული მორფომეტრია გამოიყენება ფუტკრების (Apis Mellifera) ევოლუციური ხაზების და ქვესახეობების იდენტიფიცირებისთვის და, აგრეთვე ქვესახეობებში გენეტიკური სტრუქტურის შესაფასებლად. ტრადიციული მორფოლოგიური მეთოდები, როგორც წესი, იყენებს მრავალვარიანტულ სტატისტიკას რაოდენობრივ ცვლადებზე, როგორიცაა სტრუქტურების სიგრძე, სიმაღლე და სიგანე, მანძილი გარკვეულ ნიშნულებს შორის და აგრეთვე კუთხეების თანაფარდობებს. მორფომეტრიული ანალიზი მეცნიერულად საკმაოდ ღრმად არის შესწავლილი. მწერების ფრთები კარგად მიესადაგება გეომეტრიული მორფომეტრიის ანალიზს, რადგან გააჩნია ძლიერი მემკვიდრეობითი ფაქტორი და ორგანზომილებიანი სტრუქტურა, რაც ამცირებს ციფრულ ფორმატში გადაყვანისას შესაძლო შეცდომებს.

ქართული ფუტკრის (Apis Mellifera Caucasia) ძირითადი მორფომეტრიული პარამეტრები აღიარებულია მსოფლიო მეცნიერული საზოგადოების მიერ და გამოიყენება მრავალ ქვეყანაში.

კლასიკური მორფომეტრიული ანალიზის დამფუძნებლები არიან ფ. რუტნერი (1914-1998, ავსტრია) და ვ. ალპატოვი (1898-1979, სსრკ). ტესტირება ეფუძნება 8 კოორდინატიან სისტემას. თანამედროვე ენტომოლოგიაში არის გაუმჯობესებული სისტემის შექმნის მცდელობაც. პოლონელი მკვლევარის ა. ტოფილსკის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს 19 კოორდინატიანი სისტემის შემუშავება.

სსრკ პერიოდში, უკანასკნელად მორფომეტრიული ანალიზი ჩატარდა გერმანელი მეცნიერის ბრუკნერის ხელმძღვანელობით 1984 წელს. შემდგომში, პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების, სამხედრო კონფლიკტებისა და ეკონომიკური კრიზის პერიოდში საქართველოში მეფუტკრეობის დარგი ძლიერ დაზარალდა. ფ. ბენტონის სახ. ასოციაციამ 2020 წლიდან განაახლა მორფომეტრიული ანალიზი. კვლევებში ჩართული არიან საერთაშორისო სპეციალისტები და ენტომოლოგები.

მორფომეტრიული ტესტირება:

  • კუბიტალური ინდექსი
  • ჰანტელის ინდექსი
  • დისკოიდალური გადახრა

ამ პარამატრებზე დაყრდნობით, სპეციალური ალგორითმის საშუალებით ასევე დგინდება ოჯახის ერთგვაროვნების პროცენტული მაჩვენებელიც. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია კონკრეტული კოლონიის (ფუტკრის ოჯახის) ხარისხი.

 

ქართული ფუტკრის ინდექსები:

banner-image

 
#1 - ლურჯი მართკუთხედი: ჯიშობრივი ინდექსების განსაზღვრული დიაპაზონი. წითელი მართკუთხედი: ტესტირებული ოჯახის დიაპაზონი.
2# - კუბიტალური ინდექსის დისტრიბუციის სიხშირე.

 
banner-image

banner-image
banner-image