Frank Benton



Frank Benton
Frank Benton
(July 5, 1852 – Febr. 28, 1919)


ფრენკ ბენტონი (დ. 5 ივლისი, 1852 – გ. 28 თებერვალი, 1919) გამოჩენილი ამერიკელი ენტომოლოგი, მკვლევარი, მეფუტკრეობის ნოვატორი და ავტორი. ბენტონი სწავლობდა მიჩიგანის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში, ტენესის უნივერსიტეტში, მიუნხენის უნივერსიტეტში და ათენის უნივერსიტეტში. იყო სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი: ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ენტომოლოგიის ბიურო, ვაშინგტონის ენტომოლოგიური საზოგადოება, ჩრდილოეთ ამერიკის მეფუტკრეთა ასოციაცია, National Geographic Society და ამერიკის ასოციაცია მეცნიერების განვითარებისთვის. იგი ასევე ცნობილია დედაფუტკრის გადაზიდვის სპეციალური საფოსტო გალიის გამოგონებით (Benton Cage). ეს გალია მოდიფიცირებული სახით დღემდე გამოიყენება მეფუტკრეობაში.

Frank Benton in Caucasus, 1905 ფ. ბენტონი და ქართველი ენტომოლოგი ი. ქავთარაძე დასავლეთ საქართველოში საფუტკრის დათვალიერებისას, 1905 წელი5 Georgia, Caucasus.





სამრეწველო მეურნეობის გარიჟრაჟზე, ბევრ ქვეყანას შეექმნა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდის მოთხოვნილება მცენარეების ბუნებრივი სტიმულირებით, რომლებიც გამოცხადდა მთავარ პრიორიტეტად ეროვნული მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის. ადგილობრივი მეფუტკრეობის მეურნეობების ეფექტურობის გაზრდის მრავალრიცხოვანმა მცდელობებმა ხელშესახები შედეგი არ გამოიღო. სწორედ მაშინ გაჩნდა პროგრამა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისთვის საუკეთესო შესაფერისი ფუტკრის ჯიშების დანერგვისთვის, რომლებსაც შეეძლოთ უზრუნველეყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქცია - მცენარეთა დამტვერვა.

ამ მიზნით ბენტონმა იმოგზაურა ბევრ ქვეყანაში ევროპიდან პალესტინამდე და შორეულ აღმოსავლეთში. 1905 წელს ბენტონი ეწვია საქართველოს ფუტკრის გამოსაკვლევად. ქართული ფუტკარი მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილი იყო ამერიკელი მეფუტკრეებისთვის 1890 წლიდან.

აი რას წერს იმჟამინდელი ქართული ფუტკრის ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი კ.ა.გორბაჩოვი ამ ვიზიტის შესახებ („მეფუტკრეობის ცხოვრება“, #2, 1907 წ., გვ. 45): „კავკასიაში ცნობილი ამერიკელი მეფუტკრე გვეწვია. მისი ვიზიტის მიზანია ქართული ფუტკრის უკეთ გაცნობა... ბენტონი აღფრთოვანებულია ქართული ფუტკრით და უწინასწარმეტყველებს ბრწყინვალე მომავალს... ქართულ ფუტკარს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ცენტრალური ევროპის ფუტკართან შედარებით უფრო გრძელი ხორთუმი აქვს”.

ბენტონმა მხარი დაუჭირა ქართული ფუტკრების იმპორტს აშშ-ში. მას შემდეგ, რაც ბენტონი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში ფუტკრის კულტურის ხელმძღვანელად დაინიშნა და მეორედ გაემგზავრა საზღვარგარეთ, ქართული ფუტკარი ფართოდ ცნობილი გახდა აშშ-ში. 1943 წელს აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მეცხოველეობის ობიექტების სიაზე დაყრდნობით (ბიულეტენი E 297) შეერთებულ შტატებში არსებობდა ქართული ფუტკრის 43 სანაშენე-სადედე მეურნეობა, მათ შორის პირველი აიოვაში გაიხსნა. ჯამში, ქართული ფუტკრის დედების წარმოება შეადგენდა შეერთებული შტატების მთელი ინდუსტრიის 25%!

ბენტონის უდიდესი დამსახურება აქვს ქართული ფუტკრის პოპულარიზაციაში და ექსპორტში დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ვიზიტის შემდგომ ბენტონი აგრძელებდა ესპედიციებს. ინდოეთში, დიდი ფუტკრების (Apis dorsata) კვლევის დროს ბენტონი "ჯუნგლების ცხელებით" დაავადდა. ბენტონი გარდაიცვალა ფორტ მაიერსში, შეერთებულ შტატებში 1919 წლის 28 თებერვალს.
FAMOUS SCIENTISTS WHO MADE AN INVALUABLE CONTRIBUTION TO THE STUDY OF CAUCASIAN BEES